დღევანდელი შეხვედრა გვექნება ბოსტნეულის, ხილის, წვენების და ჯემების მწარმოებელ კომპანიებთან - ჩვენი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ | შოთა ბერეკაშვილი
ჩვენი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ შევხვდებით მწარმოებლებს, შემდეგ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება.
„დღევანდელი შეხვედრა გვექნება ბოსტნეულის, ხილის, წვენების და ჯემების მწარმოებელ კომპანიებთან. ჩვენი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ შევხვდებით მწარმოებლებს, შემდეგ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს. ბოლო ეტაპზე შევხვდებით ქსელური მაღაზიების და სუპერმარკეტების წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება. მიგვაჩნია, რომ საშუალო და მცირე წარმოება არის ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი მაგენერირებელი. შემდეგ დაიწყება ანალიტიკის და შესწავლის ნაწილი. საბოლოო ჯამში, მივალთ იქ, რომ საუკეთესო მექანიზმებს ავამოქმედებთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გავაუმჯობესოთ სექტორი“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს
11.03.2026.17:21
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.
დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.