მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ეს არის პირველ რიგში ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მომავალშიც მისი ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას - პრემიერი

news image
mbc image

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს გუნდის თვისებრივ, ფუნდამენტურ გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს თუ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის პირველ რიგში ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მომავალშიც მისი ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას.

„ბატონი ბიძინას როლი არის განუზომელი, გადაჭარბების გარეშე. რომ მივყვეთ პროცესებს 2011 წლიდან, ამ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი. მე მახსოვს ძალიან კარგად 2011 წლის ვითარება, ადამიანებს არავითარი იმედი არ ჰქონდათ იმისა, რომ რაიმე შეიძლება შეცვლილიყო. ამ დროს ვითარება იყო უმძიმესი, ყველას გვახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ. რამდენიმე დღის წინ იყო საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ კონკრეტულ მაგალითზე გავიხსენეთ ის, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, რა პირობები იყო ციხეებში, როგორი ზეწოლა მიდიოდა ბიზნესზე, ბიზნესის რეკეტი აბსოლუტურად სისტემური ხასიათის იყო და ა.შ. უამრავი უმძიმესი პრობლემა იყო და არავითარი იმედი არ არსებობდა. ოპოზიცია იყო უკიდურესად სუსტი და ამ ფონზე პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იქაც ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი საერთო სურათიდან გამომდინარე, თუმცა მან თავისი ტაქტიკური ნაბიჯებით, მას ჭადრაკისებური გათვლა შეუძლია თავისი ნაბიჯების, სვლების და მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი 2012 წელს ცვლილებების განხორციელება. მაშინაც იყო ძალიან დიდი ინტერესი ქვეყნის გარედან. ეს ინტერესი იყო საპირისპირო და სწორედ იქით მიმართული, რომ ცვლილებები არ მომხდარიყო, თუმცა ამის გათვალისწინებითაც იმოქმედა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერი ისე დაალაგა, რომ საბოლოო ჯამში, შეუძლებელი გახდა, მათ შორის გარე ძალებისთვის, არჩევნების შედეგების და “ქართული ოცნების” გამარჯვების გაპროტესტება. შემდეგი წლებიც იყო ძალიან რთული, იყო კოალიცია აბსოლუტურად ეკლექტური და იქაც 4 წელი ისე გაიარა ქვეყანამ და მათ შორის, ჩვენმა გუნდმა, რომ ეს გამოწვევები წარსულს დარჩა და 2016 წელს შეიცვალა მოცემულობა. კოალიციურობიდან ჩვენ გადავედით უკვე „ქართული ოცნების” ერთპარტიულ უმრავლესობაზე, რამაც ვითარების სტაბილიზაციისთვის შექმნა ძალიან კარგი პირობები. შემდეგ იყო ასევე 2020 წელი, საკმაოდ რთული პერიოდი, შემდეგი 4-წლიანი, 2016-2020 წლების პერიოდი. ყოველ ჯერზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც სტაბილურობას და განვითარებას განაპირობებდა ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახლაც ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მიიღო ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე. 

„ეს იყო 1 წლით ადრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე და რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ, მისმა დაბრუნებამ შეასრულა განსაკუთრებული როლი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. ჩვენ გვქონდა მანამდეც რთული 3 წელიწადი და რა თქმა უნდა, მან ჩაუყარა საფუძველი ყველა იმ მიმართულებას, რომელმაც შეგვაძლებინა ჩვენ იმ 3 წლის განმავლობაშიც ამ სირთულეების დაძლევა და 2024 წელი იყო ამ ყველაფრის კულმინაცია. მისი დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს გუნდის თვისებრივ, ფუნდამენტურ გაძლიერებას. დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის ყოველთვის მისი დამსახურება პირველ რიგში და მომავალშიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება - პაატა კვიჟინაძე

11.11.2026.17:19

„სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

თანამომხსენებელმა, პაატა კვიჟინაძემ, ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ, დეტალურად განმარტა, სად და როგორ დაიხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი. მისი თქმით, რომ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის გაზრდა ვერ მოხერხდებოდა.

„2026 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტი 3.2 მილიარდი ლარით იზრდება, თუ არ გავითვალისწინებთ ევრობონდების რეფინანსირებას. ხშირად კითხულობენ, თუ რას გვაძლევს ეს ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა ბიუჯეტი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით. რომ არ ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც ახლა საფრანგეთსა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება.

2027 წლის ბიუჯეტში სოციალური გასაცემი თანხები ასე ნაწილდება: პენსიები - 685 მილიონი ლარი, პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირები, მაღალმთიან რეგიონებში პენსიები და დაგროვებითი საპენსიო სისტემა - 60 მილიონი ლარი. სულ საპენსიო მიმართულებით 834 მილიონი ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება ხელფასებს, საჯარო სექტორში ზრდა 700 მილიონი ლარია. ეს ზრდა ძირითადად შეეხება ძალოვან უწყებებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე 155 მილიონი ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე - 243 მილიონი ლარი, მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვაზე - 34.5 მილიონი ლარი. სულ ამ მიმართულებებზე მილიარდ 965 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ასევე სოციალური მიმართულებით მიიმართება სხვა თანხები. მაგალითად, საავადმყოფოების მშენებლობა 65 მილიონი ლარით დაფინანსდება, უმაღლესი განათლება - 70 მილიონი ლარით, სპორტის განვითარება და ინფრასტრუქტურა - 165 მილიონი ლარით. ეს დამატებით კიდევ 300 მილიონ ლარამდეა.

ბიუჯეტის დამატებული რესურსის დაახლოებით 70% პირდაპირ სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება. დანარჩენი 30% ისევ საზოგადოების საჭიროებებზე ნაწილდება. მაგალითად, რკინიგზის განვითარება დაფინანსდება 250 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მომსახურება და გაუმჯობესება 133 მილიონი ლარით, აგრარული პროგრამები - 70 მილიონი ლარით, მელიორაცია - 70 მილიონი ლარით, გაზის საბადოების კვლევა-ძიება - 90.3 მილიონი ლარით", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი და გადამუშავებული ვარიანტები განიხილა. სხვადასხვა მიმართულებით გაიცა 25 რეკომენდაცია. ეს შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ მიმართულებებს, თავდაცვას და ასე შემდეგ. მისი თქმით, მთავრობამ სრულად გაითვალისწინა 20 რეკომენდაცია, 5 - ნაწილობრივ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა