მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა გაიმართება

news image

დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებშია განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც.

პარტიის წესდების შესაბამისად, პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, „ქართული ოცნების“ დელეგატებს საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს.

როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, ახალი თავმჯდომარე, მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია.

მათივე ცნობით, ყრილობაზე დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯებიც, რაც თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს ეხება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა წარადგინა

07.05.2025.16:23

პრემიერ-მინისტრმა და პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მეცხრე ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარადგინა. 

მისი თქმით, საბჭო პარტიის 15 წევრისგან ყალიბდება და თანამდებობრივად შედის პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა ასეთია:

  • პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი
  • პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
  • პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
  • პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე
  • ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი
  • ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური
  • ვიცე-პრემიერი, თავდავის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი
  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი
  • პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ 
  • ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი
  • პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე
  • პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი
  • პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა