დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ
2023 წლის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის წესრიგში შეტანილია 9 საკითხი:
საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ (2 პროექტი), მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „რეზო კვარაცხელიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 იანვრის №26/01/01 განკარგულებით დადგენილისაგან განსხვავებული პირობების განსაზღვრისა და შპს „რეზო კვარაცხელიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დიღომი ჰესისასთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ფ/პ ვალერიან ნარიმანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების მოზიდვის შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
13.03.2026.14:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.