მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

დღეს ჩვენ ვწერთ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ახალ ისტორიას - ვახტანგ თურნავა

news image

მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში, საქართველო ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ვეღარ იბრძოლებს მხოლოდ შეღავათიანი საგადასახადო პირობებით. საჭიროა, შევქმნათ სამართლებრივი გარემო და ბიზნესგარემო, რომელიც იმავე სიჩქარით ვითარდება, როგორც ტექნოლოგიები, და ისეთი პირობები, რომლებიც ინვესტორსაც და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალსაც დაარწმუნებს, რომ საქართველო არის სწორი არჩევანი", - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მიმართა, რათაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შევიდეს.

 

მისი განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი და ახალი სიტყვა, რომელიც ერთდროულად ემსახურება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, საგადასახადო სისტემის ეფექტიანობას და რეგიონულ და  საერთაშორისო ჭრილში პოზიციონირების გაძლიერებას.

 

როგორც ვახტანგ თურნავამ განმარტა, კანონპროექტი ადგენს სპეციალურ ბინადრობის ნებართვას IT სექტორის პროფესიონალებისთვის.

 

ეს უზრუნველყოფს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების სტაბილურ ყოფნას ქვეყანაშისაშუალებას მისცემს მცირე მეწარმეებად დარეგისტრირებულ უცხოელ სპეციალისტებს დარჩნენ და საქმიანობა განახორციელონ საქართველოში გრძელვადიანად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - IT სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზრდება საშემოსავლო გადასახადის შემოსავალი", - განაცხადა ვახტანგ თურნავამ.

 

მისივე განმარტებით, პირდაპირი ფინანსური შემოსავლების ზრდის გარდა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს მოხმარდება, მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტების საქართველოში მოზიდვა ხელს შეუწყობს მათ მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ჩვენი ახალგაზრდების, სტუდენტების, დამწყები პროფესიონალებისთვის.

 

ვახტანგ თურნავამ საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აცნობიერებს გლობალური ციფრული ეკონომიკის როლს და დგამს მკაფიო პოლიტიკურ და საკანონმდებლო ნაბიჯებს.

 

ჩვენ გელოდებით საქართველოში არა როგორც ტურისტებს, არამედ როგორც პარტნიორებს - ინოვაციის ზრდისა და განვითარების გზაზე",- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

მისი თქმით, ეს არ არის მორიგი საკანონმდებლო ცვლილება, არამედ, ეს არის გზავნილი, რომ საქართველო აირჩევს ინტელექტს, ინოვაციას და ინტეგრაციას.

 

დღეს ჩვენ ვწერთ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ახალ ისტორიას", - განაცხადა ვახტანგ თურნავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი

14.11.2025.20:22

„აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი საერთო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ენერგეტიკული სექტორი, გვაქვს გრძელვადიანი პროექტები და ძალიან ფართო თანამშრომლობა ამ მიმართულებით" - ამის შესახებ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის,  რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში  გამართულ  „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალში.

მინისტრის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელიც  აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აკავშირებს. შაჰბაზოვის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება  მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება,  რაც უკვე ახალ პერსპექტივას შექმნის ინვესტიციებზე დისკუსიის დასაწყებად.

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის,  რომ ენერგორესურსები, კერძოდ, ელექტროენერგია, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ევროკავშირში გავაგზავნოთ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში" - აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა.

თბილისში გამართულ მე-11 მინისტერიალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის,  რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა