11:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება - დღის წესრიგი
2025 წლის 8 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
საქართველოს კანონების პროექტები „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ | მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს კახეთის მზეს შორის ,,პატარძეული 1“ მზის ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ | მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს კახეთის მზეს შორის ,,პატარძეული 2“ მზის ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” | მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს კახეთის მზეს შორის „ბადიაურის მზის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში რიგი ღონისძიებების გატარების შესახებ” |მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი გრანტის მოწონების შესახებ“ | მომხსენებელი: ი. ჩიქოვანი
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.17:48
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკის განვითარებას. თავის მხრივ, უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
სამუშაო შეხვედრისას ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. ამასთან, გიორგი კალანდარიშვილმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მიღებული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის სტრატეგიაზე.
ამასთან, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურად ახორციელებს.
სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საარჩევნო რეგულაციის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.
სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზებით 10-12 სექტემბერს საირმეში გაიმართა.