დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი - ზურაბ აბაშიძე
“ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს ბოლოდროინდელი განცხადებები უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს“- ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტს. ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროპის საბჭოს რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროსმიერ გაკეთებული განცხადებები პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მიმართული.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მოწოდება, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს. დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არისქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. მით უმეტეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. სასურველია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იხელმძღვანელონ არა აღქმებით, არამედ რეალური ფაქტებით. გთხოვთ, დაუჯეროთ ფაქტებს და არასუბიექტურ აღქმებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი გადახედავსთავის დამოკიდებულებას, რის შედეგადაც გაძლიერდება თანასწორი თანამშრომლობა.
„როგორც სუვერენული ქვეყანა, საქართველო მოწოდებულია დაიცვას თავისი კონსტიტუცია დავთვლით, რომ რეკომენდაციები უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნების კონსტიტუციურ პროცესებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თავის გამოსვლაში მედიაგარემოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული მედიასივრცე ნამდვილად მრავალფეროვანი და თავისუფალია. მისივე თქმით, ქვეყანაში მრავალი ოპოზიციური მედია მაუწყებლობს.
სხვა სიახლეები
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი
01.01.2026.01:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.
„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!
გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.