მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

დედაქალაქში განხორციელებული პროექტები თბილისის მერის სწორი ხედვის და კარგი მენეჯმენტის შედეგია - ზაქარია წიკლაური

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა დედაქალაქის მერს და ვიცე-მერს ანგარიშის  და ბიუჯეტის პროექტის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის შედეგად დედაქალაქი  უფრო ლამაზი, საინტერესო და ინფრასტრუქტურულად გამართულია. 

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კახა კალაძის პირობებში დაწყებული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რომლითაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა მოგვეცა. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიც არის თბილისში ტრამვაის ხაზის დაბრუნება, რომელიც დიდუბიდან დიდი დიღმისკენ გზაზე სატრანსპორტო  მოძრაობას განტვირთავს. ამ პროექტებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სხვაობა დღევანდელ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ გვახსოვს, რომ თბილისში იყო ტრამვაის ხაზი, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა ძარცვავდა თბილისს და დღეს კოლოსალური თანხების გადახდა გვიწევს, რომ ტრამვაი დავაბრუნოთ დედაქალაქში. ეს პროექტები თბილისის მერის სწორი ხედვის და კარგი მენეჯმენტის შედეგია“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა. 

ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ევროკავშირის რეზოლუციაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რეზოლუციაში უსამართლო და არასწორი შეფასებები, რომლებიც არ ასახავს იმ წინსვლას და პროგრესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს. 

„როდესაც ასეთ არასწორ შეფასებას ვისმენთ, კარგად უნდა გვესმოდეთ, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ვუერთგულოთ საკუთარ ქვეყანას და არ მივცეთ რადიკალურ დაჯგუფებებს საშუალება შეაფერხოს ქვეყნის წინსვლა“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო - ზურაბ ჩიკვილაძე

23.12.2025.15:54

„შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი პროგრამა, პროექტი, რეფორმა განხორციელდა, ამ ყველაფერს ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ რევანშისა და რევოლუციის არაერთი მცდელობა დაუპირისპირა’’- განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგა. 

„თვალში საცემია კაპიტალურად გამაგრებული ობიექტები, კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი და განახლებული სარეკრეაციო სივრცეები. მისასალმებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და სწორად ვითარდება სატრანსპორტო პოლიტიკა.

იმ საქმეებს, რომლებიც ჩამოვთვალე, საანგარიშო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ რევანშსა და რევოლუციურ სცენარებს უპირისპირებდა. ამის არაერთი გამოვლინება ვნახეთ. ყველას თვალწინ გვიდგას პარლამენტის შენობის გადამწვარი ფლიგელი, მიმდებარე ტერიტორიის დანგრეული ინფრასტრუქტურა, საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების მუდმივი ბულინგი და დედაქალაქის მუდმივი პარალიზება - ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუმართლებელი ბოიკოტის რეჟიმში იყო ოპოზიცია ასევე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში.

„ამ ყველაფრის შედეგი კი 4 ოქტომბერი იყო, როდესაც ჩვენმა მოსახლეობამ ოპოზიციას „დაუფასა“ ეს „ღვაწლი“ და თითქმის ხმების გარეშე დატოვა ის დედაქალაქში. იმედს ვიტოვებ, რომ მერვე მოწვევის საკრებულოში ასეთი დემარშები აღარ იქნება და ჩვენ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ შრომას კოლეგიალურ და კონსტრუქციულ ვითარებაში განვაგრძობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა