დედაქალაქის უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას გაწერილი ყველა პრიორიტეტი, პროგრამა და პროექტი წარმატებით განხორციელდეს - ზურაბ აბაშიძე
„უპრეცედენტოა თბილისის ბიუჯეტის პროექტის ის მოცულობა, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ. ორ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ბიუჯეტი დედაქალაქის ისტორიაში არასდროს ყოფილა“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
მისი თქმით, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიასთან ერთად აღნიშნულ პროექტზე დეტალურად იმუშავა და მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს კომისიებში განიხილა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ბიუჯეტის ასეთი მასშტაბური მოცულობა ყველა პრიორიტეტის და პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.
„2026 წლის ბიუჯეტის პროექტი მოწონებულია, რადგან უპრეცედენტოა ის, რასაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ. დედაქალაქის ისტორიაში პირველად გვაქვს ამ მოცულობის ბიუჯეტი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაწერილი ყველა პრიორიტეტი, პროგრამა და პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა მომავალი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.
სხვა სიახლეები
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი
18.03.2026.13:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.