დედაქალაქის მოსახლეობა სწორად შეაფასებს განვლილ პერიოდს, რაც „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ მოუტანს გამარჯვებას - ლევან არველაძე
თბილისის საკრებულოს წევრმა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს, რვა წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება უსურვა.
„მინდა, წარმატება ვუსურვო თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომლის საქმიანობა განვლილი რვა წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას და დედაქალაქისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უკავშირდება. მეამაყება, რომ ამ ხნის მანძილზე ამ გუნდთან ერთად მომიწია მუშაობა“, - განაცხადა ლევან არველაძემ.
ლევან არველაძემ 25 მაჟორიტარ კანდიდატს მომავალ არჩევნებში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მოსახლეობა სწორად შეაფასებს განვლილ პერიოდს, რაც „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნმებში კიდევ ერთხელ მოუტანს გამარჯვებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.17:24
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას 176-ე და 49-ე საჯარო სკოლების სახელდების საკითხი დააყენა.
,,ვფიქრობთ, იმ ადამიანების სახელები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ სათანადოდ დაფასებულიც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის მეტად მნიშნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენმა კომისიამ იმსჯელა და წარმოგიდგენთ თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტს, სსიპ 176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელისა და სსიპ 49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ.“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ
საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი განკარგულების პროექტს, რის შემდეგაც შესაბამისი განკარგულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება.