მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას წარმატებით განაგრძობს - ზურაბ ჩიკვილაძე

news image

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამოეხმაურა.
ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას წარმატებით განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება.
„დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის ანგარიში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების თემებზე. გადადგმულია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, გვაქვს ხელშესახები წინსვლა, დედაქალაქის მერია წარმატებით განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობას, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერაა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ახორციელებს 30-მდე პროგრამას, რომლებითაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ბენეფიციარი სარგებლობს; 2018-2025 წლებში ჯამში 3. 842. 017 შემთხვევა დაფინანსდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე.
მერიის მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მიაწოდა.
ღონისძიებას, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე მერმა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მოქმედ იმ 30 პროგრამაზე ისაუბრა, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ღონისძიებაზე მიმოიხილეს დაავადებათა სკრინინგის პროგრამები, რომელთა ფარგლებში, უფასო გამოკვლევები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.
პრეზენტაციაზე ისაუბრეს ტრანსპლანტაციის პროგრამის ღვიძლის გადანერგვის კომპონენტის დაფინანსებაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 60 შემთხვევა, დაფინანსება ერთ პაციენტზე 120 000 ლარია; აგრეთვე ისაუბრეს ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მკურნალობაზე, ასევე ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვის პროგრამაზე.
აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას დაემატა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების პროგრამა და სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 900-მდე შემთხვევა დაფინანსდა.
პრეზენტაციის თანახმად, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა. ამჟამად აღნიშნული პროგრამით 2 400 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს.

უკვე დაანონსებული და ბიუჯეტში ასახულია ახალი პროგრამა, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 100%-ით დააფინანსებს სოციალურად დაუცველ პირებს, ხოლო 80%-ით - ყველა სხვა მოსარგებლეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

30.06.2025.16:29

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა დენის სალუქვაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - ედნარ ნატარიძე. სულხან თამაზაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და ჯაბა ფუტკარაძეს და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა