მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7051
-0.0021
flag
AZN 1.5858
-0.0003
flag
CNY 37.652
-0.002
flag
EUR 3.1237
-0.0161
flag
GBP 3.6226
-0.0119
flag
KZT 50.01
-0.0044
flag
TRY 0.0657
0
flag
USD 2.6968
-0.0006

დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ და ყურადღება დაცული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, კორეის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა განსაკუთრებით - დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილების შერბილების, წყლის რესურსებისა და კრიზისების ეფექტიანი მართვის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საექსპორტო პოტენციალის მქონე სასურსათო პროდუქტებზე ისაუბრეს. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ქართული ღვინო, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები საექსპორტო რესურსის მქონე მნიშვნელოვან პროდუქტებს წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტიულობის საკითხზე.

კორეის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მზადაა როგორც გამოცდილების გაზიარების ასევე, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები რუმინელ კოლეგებს შეხვდნენ

27.08.2025.16:11

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და ზურაბ რურუა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას შავი ზღვის, როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის საქართველოსა და რუმინეთს წამყვანი როლი აკისრიათ.

ქართველმა და რუმინელმა კანონმდებლებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ენერგეტიკულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, ისაუბრეს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

„რუმინელ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხს და იმ პოლიტიკურ თემებს შეეხო, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებულ მხარეს ობიექტური და რეალური ინფორმაცია მიეწოდოს, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში. რუმინელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ადგილზე გაცნობოდნენ მიმდინარე პროცესებს. რაც შეეხება მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას, შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახეთ. ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს და საქართველო-რუმინეთის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში კონკრეტულ შედეგებში აისახება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას რუმინეთის სენატის წევრი, საქართველო-რუმინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის მდივანი კრისტიან-ავგუსტინ ნიკულესკუ-ცაგარლაშიხელმძღვანელობს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა