მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას.

მინისტრმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, სავაჭრო ურთიერთობის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების და აგრომეტეოროლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

მინისტრის განცხადებით, ისრაელში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს.

ჰადას მეიცადის განცხადებით, საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის დარგის ინტენსიური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა

19.01.2026.22:53

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა