მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა - კონსტანტინე ზარნაძე

news image

 „დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს  ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვეყანა დაისვენებს“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

„თუკი ჩვენი ოპონენტები დაინტერესდებიან, თუ რატომ არიან წარმოდგენილი დედაქალაქის საკრებულოში ამ რაოდენობით პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, ვუპასუხებ, რომ ჩვენსა და მათ შორის იმხელა განსხვავებაა მორალურად,   რამხელაც ადამიანობასა და არაადამიანობას შორის. 

აქამდე მათ უსამშობლოებს, უღმერთოებს ვეძახდით, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ლეშიჭამია სვავებიც არიან, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად  უღირთ. მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება ადამიანი და მისი ოჯახი არ დაინდონ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიონ ისინი სოციალურ ქსელში, როგორი სიტყვებითაც იხსენიებდნენ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან“,  -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.  

კონსტანტინე ზარნაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სწორედ ე.წ. სინდისის პატიმრებიდან მოდიოდა ეს შემზარავი ფაქტი და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა:

„ჩვენი გუნდის სახელით მივმართავ პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს,  გთხოვთ, ის საქმე, რომელიც დაიწყეთ პოლიტიკურად მათი განადგურების ნაწილში, მიიყვანოთ ბოლომდე.  იცოდეთ,  გვერდით გიდგავართ და ჩვენ უკან ძალიან ბევრი ადამიანია.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ბევრად კარგ სახელმწიფოში მათ გარეშე, ჩვენი ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი კი სულ მალე გაორმაგებული და გასამმაგებული იქნება“,    - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14.04.2026.14:10

მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა