დარწმუნებული ვარ, რომ გეკა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას
დარწმუნებული ვარ, რომ გეკა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრო.
„მივესალმები ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც დღეს პირველად ესწრება მთავრობის სხდომას. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ წარმატებას მოუტანს ამ უწყებას და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას. წარმატებები კიდევ ერთხელ.
ბატონ ვახდანგ გომელაურს, კიდევ ერთხელ, მინდა ვუსურვო წარმატებები და გადავუხადო მადლობა მრავალწლიანი ძალიან ღირსეული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.02:23
მე არ ვიცი რა არის ელჩის წასვლის მიზეზი, ვიცით ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ. ფაქტია ასეთი, რომ აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შეფასებისას.
„აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ეს არ არის ჩვენი ბრალი. ბოლო წლებში ვაკვირდებოდით დრამატულ გაუარესებას ამ ურთიერთობების და მოვედით იმ დონემდე, რომ მტრულ აქტებს არქმევენ მეგობარ აქტებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საელჩოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით აშშ-ს საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში ასეთ საელჩოს გარკვეული წვლილი შეეტანა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.