მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

news image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირათამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებას.

  

კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა მარიამ ლაშხმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის/განლაგების მოთხოვნები, მათ შორის, შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები.

  

აღნიშნული წესი ვრცელდება სიგარილაზეც. თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება. შესაბამისად, სიგარილას შეფუთვაზე, შეფუთვის სტანდარტიზების მოთხოვნების გავრცელება კანონოპროექტის ინიციატორებს ტექნიკურად რთულ და ეკონომიკურად არაგონივრულ მოთხოვნად მიაჩნიათ.

  

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის, გამარტივდება წარმოების პროცესი, ასევე, შემცირდება იმპორტიორებისთვის დამატებითი ხარჯები, გაუმჯობესდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მდგომარეობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში - ვიქტორ ორბანი

29.05.2025.12:28

საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები არის ირაკლი კობახიძე, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიქტორ ორბანის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში.

„ძვირფასო მეგობრებო, 20% ამ ქვეყნისა არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ მან ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და გახდა ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა