მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ" და „საქართველოს საზღვაო კოდექსში" ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

news image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირანავთობისა და გაზის შესახებ" კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა

ცვლილებების თანახმად, განიმარტება ბუნებრივი წყალბადის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ცნებები. ფართოვდება/ზუსტდება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გასაცემი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ცნებები

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, ცვლილება განხორციელდა პირველ მუხლში, სადაც ბუნებრივ წყალბადს დაემატა სიტყვები - 1000 კუბური მეტრი. ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და განიმარტა ე.. ათვისების გეგმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, პაკეტში შემავალ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მეორე მუხლში განხორციელდა ცვლილება, სადაც  მოხდა ბუნებრივი წყალბადის ტერმინის ჩამატება.

სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილესსაქართველოს საზღვაო კოდექსშიცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ერთიანდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონს დაემატა ახალი მუხლი, რომელიც გულისხმობს ისეთი კონკრეტული ტერმინოლოგიების დაზუსტებას, როგორც არის - ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, სერიოზული საზღვაო შემთხვევა, ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა და საზღვაო ინციდენტი.  

მე-3 მუხლში განხორციელებული ცვლილება ეხება კანონის ამოქმედების ვადას, რომელიც 30 კალენდარული დღის ნაცვლად, განისაზღვრა კონკრეტული თარიღით - 1 აგვისტო.

სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

12.06.2025.17:47

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს

 

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ მიმართულებებსა და პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობისათვის

 

განხილული იქნა ენერგეტიკის სექტორი, როგორც რეგიონული უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პოტენციალი, როგორც ევროპასთან ენერგოდაკავშირების გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ როლს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელობას, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორებს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელებში. ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვიხილეთ  სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული კავშირების გაღრმავებას. ასევე მიმოვიხილეთ  ტურიზმის სექტორიც, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დარგი, სადაც არსებობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანაში მოქმედი კომპანიების როლი და მათი წვლილი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაში. ხაზგასმით აღინიშნა კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კონტექსტში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარვენაშვილი, კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა