დაახლოებით 2 კვირაა, რაც ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა - ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 2 კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „ღამის კურიერი“.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი.
„აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, 2 კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - გივი მიქანაძე
სხვა სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
19.01.2026.22:53
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.