მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„ჩვენ განვაგრძობთ ინვესტიციას სტრატეგიულ ობიექტებში, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ორივე ქვეყნის 100-მდე ბიზნესმენმა. მინისტრმა ხორვატიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ და ყურადღება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სექტორზე გააკეთა, მათ შორის, ენერგეტიკის დარგზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის და როლის გაძლიერებას. მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე გააკეთა.

„მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა - იქნება ეს საპორტო თუ საავიაციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, როგორიც არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ საქართველოს რკინიგზაში, დამატებით 1 მლრდ ლარის მოცულობით. ამასთან, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ენერგეტიკული, ქართული პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს საქართველოსა და ევროპას შორის - ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან პირდაპირ რუმინეთში განვახორციელოთ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

11.03.2026.17:21

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა