მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი საერთაშორისო ღონისძიება იმართება დედაქალაქში და ის სხვადასხვა მნიშვნელოვან სტატუსს იღებს - ანდრია ბასილაია

news image

ბოლო წლების განმავლობაში თბილისში არაერთი ფესტივალი, კონკურსი თუ შემოქმედებითი საღამო გაიმართა, დედაქალაქმა კი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტატუსი მიიღო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეჯამებისას განაცხადა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში შეიქმნა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, რომლის მიზანიც მოქალაქეებამდე თანამედროვე ხელოვნების უფრო ახლოს მიტანაა.

აღნიშნულმა ფონდმა ორწლიანი საქმიანობის განმავლობაში, განახორციელდა რვა პროექტი, მათ შორისაა, ქანდაკება, ინსტალაცია, საუნდ არტი, ფოტოგრაფია; განხორციელდა 50-მდე საგანმანათლებლო აქტივობა; შეიქმნა 30-მდე ტექსტი: რეცენზიები, კვლევები და თარგმანები. გარდა ამისა, სამუზეუმო ფონდი გაიზარდა 1 000-ზე მეტი ერთეულით.

„პრაქტიკულად, არ იმართება არცერთი ღონისძიება დედაქალაქში, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტი რაიმე ფორმით არ მონაწილეობს. ძალიან ბევრი კონცერტი, თეატრალური დადგმა, სხვადასხვა საიუბილეო საღამო იმართება. ბუნებრივია, ვცდილობთ, ყველას დავუდგეთ გვერდით ამ მიმართულებით. პარალელურად, ხორციელდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის ფარგლებშიც ხდება კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერა და მათი პროექტების რეალიზება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩატარდა 400 სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი და კონკურსი; 350-მდე სპექტაკლი; 400-მდე საიუბილეო და სახელოვნებო/სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო და კონცერტი; 300-ზე მეტი სახელმწიფო, რელიგიური და სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიება; 500-ზე მეტი საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება; 80-მდე გაცვლითი კულტურული პროექტი.

გარდა ამისა, დედაქალაქი 2021 წელს გაწევრიანდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში (UCCN) მედია ხელოვნების მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ღონისძიება იმართება დედაქალაქში და ის იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო სტატუსს. კერძოდ, 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ძალიან ბევრი მწერლის ნაწარმოები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონეზე თავიანთი ნამუშევრები გაეტანათ და მეტი პოპულარიზაცია მოეხდინათ ქართული ლიტერატურის. ასევე, 2021 წელს საქართველო გახდა ევროდესკის ქსელის წევრი ქვეყანა, რაც აჩენს დამატებით შესაძლებლობას ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ხოლო 2025 წელს თბილისს მიენიჭა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი, რაც ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც დედაქალაქს აქვს სპორტის მიმართულებით. 2025 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება ახალგაზრდული ბარათი, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამინისტროსთან იმისთვის, რომ თბილისმა რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირს, ღონისძიებას თუ კონცერტს უმასპინძლოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო ღონისძიება და ფესტივალი: ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი; წყალბურთში ვაჟთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი; კალათბურთში ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი; 3X3 პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი; პარაწოლჭიმში ევროპის ღია ჩემპიონატი „თბილისი-2022“; უეფა-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი EURO 2023; კარატეში ევროპის ჩემპიონატი კადეტებს, იუნიორებსა და 21 წლამდე სპორტსმენებს შორის; ძიუდოში თბილისის გრანდ სლემის ტურნირი; პარაძიუდოს გრან-პრი „თბილისი 2024“; ბერლინის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

17.07.2025.15:58

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, შომიკ მენდირატას, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის მიზანია ტრანსპორტის სექტორში არსებული და პოტენციური პარტნიორობის განხილვა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე საგზაო, სარკინიგზო და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებებით.

ხაზი გაესვა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისა და შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით.

 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა