მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ - ნიკოლ ფაშინიანი

news image

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, გახსნით პანელზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პროექტებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ღონისძება უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. 2024 წლის ნოემბერში, ამ პლატფორმის შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროექტის განხორციელება მოხდა, რაც, პრინციპში, მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა და ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მას მხარი", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგიონალური, საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარება. მისი განცხადებით, რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების პროექტები კონკურენტული არ არის, ეს მარშრუტები ერთმანეთს შეავსებს და სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

„ვაშინგტონის დეკლარაციის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შავი ზღვის რკინიგზის გახსნა გაზრდის სატრანსპორტო პოტენციალს არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანისთვისაც. ეს სამშვიდობო დიალოგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს და სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს. ეს არის ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, რომ ჩვენს რეგიონს სტაბილურობა ჰქონდეს მუდამ. ჩვენ საბოლოო ჯამში, დავაფუძნეთ ის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს კავკასიას. ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას - ირაკლი კობახიძე

05.12.2025.15:37

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.

„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა