მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა - კახა კალაძე

news image

ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, - განაცახად თბილისის მერმა კახა კალაძემ დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, თბილისში მცხოვრებ 762 ოჯახს მივულოცო ახალმოსახლეობა და გავიზიარო მათი დიდი სიხარული. ძალიან ემოციურია ეს დღე, რადგან საუბარია ოჯახებზე, რომლებმაც გამოსცადეს ომის უბედურება და დიდი ტკივილი. გახსოვთ ალბათ, როგორი დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას დევნილთა მიმართ, როგორი მდგომარეობა იყო ბინების მშენებლობის, დაკანონების მხრივ. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. მადლობა პრემიერ-მინისტრს იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ვიჩენთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა კომპანია „ანაგს“ ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ახალმოსახლეებს წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება უსურვა. 

„დღეს 762 დევნილი ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყება. მათ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალაშენებულ თანამედროვე სტანდარტის მქონე 4 საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცემათ. საბოლოოდ კი აქ აშენდება კიდევ 7 კორპუსი და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, საცხოვრებელ კომპლექსის ეზოში მოეწყობა სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აქ მცხოვრებთათვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

03.03.2026.12:39

საქართველოს 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. 

პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი არიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა