მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ჩვენი მიზანია, საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, ამით ყველაფერი ნათელია - პრემიერი

news image

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი რეფორმის გატარება.

„სრული არჩევანი აქვს სტუდენტს - თუ უნდა, ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში, შეუძლია, ჩააბაროს. ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება. დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა. საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენნაირ ქვეყანაში, 4-მილიონიან ქვეყანაში, თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როცა მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, ამით ყველაფერი ნათელია. მეტი ჩაღრმავებაც კი არ დასჭირდება ამას. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს პრობლემა ნახეთ რა არის, როდესაც გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება, გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ 2 გუნდი. ჩვენ ვაკეთებთ რას, რომ გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რათა საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. გეტყვით, რა ვითარებაა დღეს, მაგალითად იურიდიულ ფაკულტეტზე, ზეპირად ვიცი, თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ სტუდენტს, ამაზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საშუალოზე დაბალია ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი იღებენ. კიდევ ერთხელ, 11 კარგი ფეხბურთელი თუ გყავს, არ შეიძლება შექმნა 3, 5 და მით უმეტეს 64 გუნდი. ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ვის არ მოსწონს ეს რეფორმა - ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მთავარი შედეგია, რომ ქართველი სტუდენტი სათანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში. ეს უნდა შევცვალოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთავარი შიდა კონკურენცია არ არის, მთავარია მაღალი ხარისხის განათლება.

„ჩვენ გვაქვს, მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში და გვაქვს კარგი შიდა კონკურენცია, იმიტომ, რომ 10 გუნდია და ერთმანეთს ეთამაშებიან, მაგრამ ჩვენთვის ამოცანა ეს კი არ არის, რომ 10 გუნდი ერთმანეთთან თანაბრად თამაშობდეს, ჩვენი მიზანია, გვყავდეს მაღალი დონის გუნდი საქართველოში. ეს არის ჩვენი მიზანი, შიდა კონკურენცია კი არ არის. შიდა კონკურენცია გვაქვს, საქართველოს ჩემპიონატს შეხედეთ, 10 გუნდი ეპაექრება ერთმანეთს და შესანიშნავი კონკურენციაა. თამაშობენ ერთმანეთთან, ხან იგებენ, ხან აგებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ საქართველოში 64 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდეს კონკურენტულად, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეფორმის გატარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების კვლევის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, რისკების დაზღვევის მიზნით დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი - ლევან ჟორჟოლიანი

16.01.2026.16:31

შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი, უშუალო საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კვლევის თანახმად, რისკების მართვისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა