მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ | ლაშა პაპაშვილი

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს - მარიამ ქვრივიშვილი

13.02.2026.14:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნეს-ფორუმი გახსნა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის ამ ფორმატში შეხვედრა მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე იდეების, გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით და რეალური შესაძლებლობაა ერთობლივი პროექტების, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყებად.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორებს შორის ამ ფორმატში შეხვედრა ნამდვილად იქნება მორიგი ხელშესახები წარმატების საფუძველი. დღეს თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობა გექნებათ, დაამყაროთ ახალი კონტაქტები, გაცვალოთ მოსაზრებები იმისთვის, რომ მომავალ წლებში ხელშესახები შედეგები გვქონდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საკმაოდ დიდი სივრცე და შესაძლებლობები გვაქვს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიება ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ორივე ქვეყნის 100-მდე ბიზნესმენმა. მარიამ ქვრივიშვილმა ხორვატიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის. მინისტრმა აქცენტი ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე და პროგრესზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს-შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ხორვატიის საქმიანი წრეების დაახლოებას, რაც გაზრდის ორმხრივ ვაჭრობას, წაახალისებს B2B კავშირებს და გაზრდის თანამშრომლობის ხარისხს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების ფუნდამენტი კერძო სექტორია. მინისტრმა ხორვატიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული კერძო სექტორის - მცირე, საშუალო, ასევე მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობის პროექტების, მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებმაც უზრუნველყო ბიზნესის მდგრადობა და სწრაფი განვითარება. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ. მინისტრმა ხაზი გაუსვა ისეთ სექტორებს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი და წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და რომელთა შემდგომი გაძლიერება მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მათ შორის - ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, IT, ასევე განათლების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა