მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

ჩვენი გუნდი 24 საათი ქალაქის სამსახურშია - შალვა ოგბაიძე

news image

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, საკრებულოს სხდომაზე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ისაუბრა და „ქართული ოცნების“  ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არ არსებობს ადამიანი ან გუნდი, რომელიც ამა თუ იმ გამოწვევას უფრო სწრაფად და ხარისხიანად უპასუხებდა. შალვა ოგბაიძემ ოპოზიციას მოუწოდა, ნუ მისცემენ ამომრჩევლებს ცრუ დაპირებებს.   

„ჩემს სამაჟორიტაროში ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ გამოწვევას უფრო  სწრაფად და ეფექტიანად უპასუხებდა, ვიდრე ჩვენ. ჩვენი გუნდი 24 საათი ქალაქის სამსახურშია, თუმცა გამოწვევები კვლავ ბევრია. ყველა საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება. ოპოზიცია კი, რომელიც ავჭალაში ზოგიერთ ქუჩას ნავიგაციის გარეშე ვერ აგნებს, გაკეთებული საქმეების ნაცვლად მხოლოდ ნაკლს ხედავს. ისინი ამომრჩევლებს ცრუ დაპირებებს აძლევენ.  ისინი იძლევიან დაპირებებს, მაგრამ არ ამბობენ,  როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა“,  -  განაცხადა შალვა ოგბაიძემ. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 4 ოქტომბერი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის - ნინო ვარდოსანიძე

23.09.2025.15:30

„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის ერთადერთი რეალური კანდიდატია“, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა ქალაქისთვის და ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდოს თბილისის მცხოვრებლებს.

„მთავარი არის ფაქტები, შედეგი და რეალობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მომავლის ხედვა და კონკრეტული გეგმა. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პროექტებია დაგეგმილი ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ქართული ოცნების და კახი კალაძის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. ყველას გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საარჩევნო პროგრამა, ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო ლამაზ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქს გახდის. 4 ოქტომბერი კი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ საარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქმიანი საუბრის ნაცვლად ოპოზიცია ცრუ მოლოდინებს უქმნის საზოგადოებას, რითიც საკუთარ ამომრჩეველს მორიგ ჯერზეც იმედს გაუცრუებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა