მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე".

„ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია. ვაპირებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2029 წლის დასაწყისში, შესაძლებელია 2028 წლის ბოლოსაც კი ჩავუშვათ და ის ძალიან დიდ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასევე, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ განხორციელდეს უფრო მეტი საქონლის ტრანზიტი და გადაზიდვა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რადგან ხდება ზღვის ფსკერის დაღრმავება. მინისტრის ინფორმაციით, პროექტში ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ დიდი თანხაა ჩადებული.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა სხვა მსხვილი პროექტების მიმდინარეობაზეც ისაუბრა, მათ შორის ტრანსპორტის სექტორში. მინისტრმა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტზე გააკეთა აქცენტი.

„მნიშვნელოვანი ინიციატივაა თბილისის ახალი აეროპორტის გახსნა, ვინაიდან იხსნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და რა თქმა უნდა, ეს ეხება ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს, მზარდ სექტორებს. ვითარდება სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორები - ეს დარგები ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა, დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში და აჩვენებენ დიდ ზრდას როგორც ყოველწლიურად, ასევე კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ იზრდება მგზავრთა ნაკადი, ქვეყანაში გვაქვს სამი საერთაშორისო აეროპორტი, გავაკეთეთ შეფასება, ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა და საუბარია დედაქალაქში, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომლის გამტარუნარიანობა 20 მილიონი იქნება. ჩვენი შეფასებით, აეროპორტის ოპერირება 2032 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა მომხსენებლები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას - ირაკლი კობახიძე

05.12.2025.15:37

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.

„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა