მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3%, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში - პრემიერი

news image

ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

მისივე თქმით, ეს წარმატება ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

„ძალიან წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკური განვითარებით, არამხოლოდ ჩვენს, არამედ უფრო ფართო რეგიონში. ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში. ასევე, სწორად თუ იქნება შეფასებული ეკონომიკური წარმატება, ეს არის ზუსტად ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის იმის შედეგი, რომ კორუფციის დონე ყველაზე დაბალია ჩვენთან რეგიონის მასშტაბით და ამ მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს. თუ სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები და მიღწევები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რასაც ვაკეთებთ, ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით ევროპას, ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ წინ წავიწიოთ, განვავითაროთ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, სწორედ ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. არსებობს გარკვეული სირთულეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პოლიტიკური გარემოებების შეცვლის საფუძველზე მოხდება ინტეგრაცია,"- განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა

17.02.2026.17:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა