მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე

news image
ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი  100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000 დოლარიან მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონე.
 
„გამოწვევები რჩება, თუმცა არსებული ტემპებით, ვფიქრობთ, რომ საქართველო საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე შეძლებს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს. 
წელს პირველად გადავაჭარბებთ 100 მლრდ ლარს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი  100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000 დოლარიან მაჩვენებელს, რაც ერთგვარი სიმბოლური, საინტერესო ნიშნულია ჩვენთვის. 
რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ეკონომიკის ზრდა აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი. 2022-2024 წლებში 185 000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადაცდა 2 200 ლარს, როდესაც, დაახლოებით, ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს

02.10.2025.14:21

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. 30 სექტემბერს გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა