ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძეს აქვს კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და უახლოესი თვეების განმავლობაში უკვე ნათლად გამოჩნდება ხელშესახები შედეგები.
„მამუკა მდინარაძის დანიშვნა სუს-ის ხელმძღვანელად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში შედეგები იქნება ხელშესახები - სუს-ი იქნება ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ“, - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
12.02.2026.16:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.