მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7053
0.0006
flag
AZN 1.6182
0.0012
flag
CNY 37.833
0.0156
flag
EUR 3.1305
0.0078
flag
GBP 3.6827
0.0145
flag
KZT 53.75
0.0017
flag
TRY 0.0716
0.0001
flag
USD 2.7516
0.002

ჩვენ ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით - ლევან მაჭავარიანი

news image

ფრაქციაქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიურინაციონალური მოძრაობადა მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ავნონ, თუმცა ქვეყანა მაინც მყარად დგას და განვითარებას აგრძელებს.

 

ქვეყნის მავნებლები და უსამშობლოები საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციის თანახმად, რომ 2030 წელს მისი გაფართოება მოხდება, ამ დროისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ კანდიდატ ქვეყნებს და მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რაც ბოლო წლებია გვაქვს, 2030 წლის ჩათვლით გაგრძელდება და დიდი ალბათობით, საქართველო მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადავა. შესაბამისად, ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და იდენტობა შევინარჩუნოთ, რასაც ჩვენ, „ქართული ოცნება" წლებია ვახერხებთ და ყოველთვის ვიქნებით ქვეყანაში ამის გარანტი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ვახუშტი ბაგრატიონი და გიორგი კობერიძე დაინიშნენ

29.04.2025.16:11

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ - ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

ვახუშტი ბაგრატიონი პროფესიით გეოლოგია, მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მართვის, კომერციული ოპერაციების და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროებში. 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების ბიზნესს, ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტის მენეჯერად, წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიაში.  
გიორგი კობერიძე პროფესიით იურისტია. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი - დირექტორი. ასევე მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე. 

რევაზ სოხაძის მოადგილეების თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებენ ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა