ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენ ამას კონკრეტული ქმედებებით ვამტკიცებთ - ჟოზეფ ბორელი
ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით ვამტკიცებთ. ჩვენ გვყავს სპეციალრი წარმოამდგენელი რეგიონში და ევროკავშირიდან მონიტორინგის მისია, რიმელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია მუშაობს. ამ ხნის განმავკობაში მისია უდიდეს როლს თამაშობს სტაბილურობის უზრონვეყლოფაში და დაძაბულობის შემცირებაში“, - განაცხადა ბორელმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.