მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7105.3
-0.0059
flag
AZN 1.6039
-0.001
flag
CNY 37.945
-0.0039
flag
EUR 3.1373
-0.018
flag
GBP 3.6686
-0.0296
flag
KZT 52.55
-0.0004
flag
TRY 0.069
-0.0002
flag
USD 2.7276
-0.0007

ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ - პრემიერი

news image

ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან.

თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, მიიღონ საკრებულოებში. თან, მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ოპოზიციაში. რაც კარგია და მთავარი – ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 2017 წლიდან დღემდე, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სამშენებლო ნებართვები არ გაიცემა - თბილისის ვიცე-მერი

18.06.2025.12:20

დედაქალაქის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, 2 000-მდე უსახური ავტოფარეხის ნაცვლად, 100-მდე ახალი სკვერი მოაწყო. 

როგორც თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას აღნიშნა, უსახური ავტოფარეხების ჩანაცვლება მომავალშიც გაგრძელდება. 

„ჩვენ 2 000-მდე უსახური ავტოფარეხის ნაცვლად რომ 100-მდე სკვერი მოვაწყვეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქისთვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვენდო. არ იყო მარტივი პროცესი. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დიდი სამუშაო გასწიეს მოსახლეობის დასარწმუნებლად. ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ მომავალშიც, რომ მსგავსი უსახური ავტოფარეხების პრობლემა მოვაგვაროთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

ჩუღურეთში 20 ავტოფარეხის სანაცვლოდ მოეწყო 2 სკვერი; ნაძალადევში - 65 ავტოფარეხის სანაცვლოდ 2 სკვერი; დიდუბე - 308 ავტოფარეხის სანაცვლოდ 13 სკვერი და იგეგმება 4 სკვერისა და ერთი სტადიონის მოწყობა; საბურთალო - 350 ავტოფარეხის სანაცვლოდ 10 სკვერი; ვაკე - 49 ავტოფარეხის სანაცვლოდ 4 სკვერი; სამგორი - 578 ავტოფარეხის სანაცვლოდ 15 სკვერი; გლდანი - 210 ავტოფარეხის სანაცვლოდ 21 სკვერი; კრწანისი - 5 ავტოფარეხის სანაცვლოდ 2 სკვერი; ხოლო ისანში 83 ავტოფარეხის სანაცვლოდ მოეწყო 12 სკვერი. 

ამასთან, ვიცე-მერმა რეკრეაციული სივრცეების/განვითარების მიზნით, უძრავი ქონების გამოსყიდვის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა არაერთი პროექტი განახორციელა და მოსახლეობას რეკრეაციული სივრცეები დაუბრუნა. 

„რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება და განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2017 წლიდან დღემდე, არ გაიცემა არცერთი სამშენებლო ნებართვა რეკრეაციული სივრცის ხარჯზე. უკვე 48 მესაკუთრისგან არის გამოსყიდული სხვადასხვა მიწის ნაკვეთი. მუნიციპალიტეტმა არაერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო მსგავს ტერიტორიაზე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

ბოლო წლების განმავლობაში, გამწვანებული ტერიტორიების, არსებული ან სამომავლო განვითარებით გათვალისწინებული სკვერის და სპორტული მოედნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღების მიზნით, 48 მესაკუთრესთან განხორციელდა 54 მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა/გამოსყიდვა. 

ჯამური ფართობი 115 000 კვ.მ-ია, ხოლო ჯამური ღირებულება 116 550 000 ლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა