მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის - პრემიერი

news image

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და რადგან პასუხი არ მიუღია, ღია წერილის გავრცელება გადაწდა.

„ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მე გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ აბსოლუტურად ღია ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ღი წერილის გავრცელება. ღია წერილში დეტალურად არის გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით და გამოხატულია ჩვენი გაკვირვება იმის შესახეb, რომ აქამდე ისმის დუმილი რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხვედრა, ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხვედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხვედრა. გავიხსენეთ კონკრეტული მაგალითებიც, მაგალითად რუმინეთის მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში. კაცმა მოიგო არჩევნების პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია დასავლეთი. ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით და მანამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

11.03.2026.10:02

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

„ამ ეტაპზე გვექნება შეხვედრა საშუალო და მცირე ზომის საცალო ქსელის ოპერატორებთან. მოგეხსენებათ, ისინი არიან ფასწარმოქმნის ჯაჭვში მესამე, დამაგვირგვინებელი რგოლი. სწორედ ისინი საზღვრავენ საბოლოო ფასს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი იხდის. გვინდა გავერკვეთ თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობების ჯაჭვი არსებობს, რეალურად როგორ ფორმირდება ფასი. დავინახავთ სრულ სურათს როგორ ფორმირდება ფასი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა