მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo (CIIE)) გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. საქართველო გამოფენაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლაში ამომწურავად ისაუბრა საქართველოს მიღწევებისა და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კუთხით. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ მჭიდრო და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებობს და მათ შორის იმ გეგმებზე და ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის, ისევე როგორც ხალხთა შორის ურთიერთობებს და გაზრდის სავაჭრო - ეკონომიკურ ბრუნვას. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო პირველად წარსდგა, როგორც საპატიო სტუმარი, აღნიშნულ გამოფენაზე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

დღესვე საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა ოფიციალურად გახსნეს ქართული პავილიონი.

„გამოფენაზე გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში ღირსეულად წარვადგინოთ ქართული პროდუქცია, გასტრონომია, ქართული ღვინო და გავზარდოთ ქართული პროდუქციის ცნობადობა ჩინეთის ბაზარზე. აღნიშნული პლატფორმა ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ გამოფენაზე ჩვენთან ერთად მყოფ 40-მდე კომპანიას, დაამყარონ ბიზნეს ურთიერთობები ჩინურ კორპორაციებთან, რათა ყოველწიურად გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო უპრეცედენტო მასშტაბით, 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი, კერძოდ: ესენია ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, გამოფენას 40-მდე ქართული კომპანია ესწრება. წელს ეროვნულ პავილიონში მოწყობილია გასტრონომიული კუთხე, იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და ეროვნული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან - მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში, მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას | პეტერ მადიარი

13.04.2026.21:44

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - განცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

„ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან ძლიერი ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლები ურთიერთობა გვექნება ამ ქვეყნებთან. თუმცა, თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან, ჩვენ ვეცდებით, ეს გავაუმჯობესოთ.

მე მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არც ერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არც თქვენი, ან სხვა სახელმწიფოს არჩევნებში. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არც ერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა მთავრობა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა