მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობის მიზნით - ირაკლი კობახიძე

news image

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება - ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ქვეყნებს შორის დინამიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება - ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით.

ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ურყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით. საქართველო მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ასევე სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია - 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.6 პროცენტით გაიზარდა.

„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 229 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი კეთილდღეობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ადასტურებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება

12.03.2026.16:34

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ დადგენილება მიიღეს.

დადგენილება პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.

მიღებული დადგენილების მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: პლასტმასის ნაკეთობები, მათ შორის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქცია, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. მათი დაშლის პროცესი ასეულობით წლის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც პლასტმასი გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, რაც საბოლოოდ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას.

ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41 %-ს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა