ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მე გულწრფელად გეუბნებით ამას, ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.
„მე ასევე გითხარით, რომ ის საპატიო მისია, რომელიც დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მხრიდან ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ჯერ მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარედ არჩევით, მიმაჩნია, რომ ეს საპატიო მისია შევასრულე და დღეს ვეღარ ვხედავ პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. შესაბამისად მინდა, რომ ეს დრო გამოვიყენო ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პირადი მიზნების განსახორციელებლად, მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯო სხვა სფეროში. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ნუღარ გავაგრძელებთ სპეკულაციებს თუ რატომ გადავდექი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, როდის დავბრუნდები და ა.შ. ჯერ ძალიან გთხოვთ, რომ მადროვოთ წასვლა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ენერგო სფეროს განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მან ხაზი გაუსვა ქართული ენერგეტიკის განვითარების საფუძვლებს და 4 ძირითადი მიმართულება გამოყო: ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზანი; ინვესტიციების დივერსიფიკაცია ენერგეტიკაში; საქართველო, როგორც რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული ჰაბი; შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტი – საქართველოს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს 2030 წლისთვის სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ შიდა ენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს ეროვნულ მოხმარებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და გაზრდის რეგიონულ სტაბილურობას.
„ენერგო სფეროს განვითარება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საბაზრო ლიბერალიზაციისთვის, შესაბამისი რეფორმებისთვის, გვსურს ღია და ლიბერალური ბაზარი. ეს ინვესტიციებისთვის კარგ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების წყაროთა მრავალფეროვნება, როგორც ევროკავშირიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სტრატეგიული მდებარეობის, მზარდი ენერგოპოტენციალისა და ინტეგრაციის პროექტების საფუძველზე, საქართველო განიხილება როგორც ენერგეტიკული ჰაბი — სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და ევროკავშირის დამაკავშირებელი რგოლი. შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ენერგეტიკული ჰაბის როლი გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტატუსს, ზრდის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ჩვენი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაში იყოს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან - ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი.
ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის ელექტროსადენის პროექტი, ჩვენი ენერგო სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.