მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7092.3
0.0725
flag
AZN 1.601
0.0167
flag
CNY 37.946
0.0471
flag
EUR 3.1909
0.0627
flag
GBP 3.6943
0.0674
flag
KZT 50.57
0.0078
flag
TRY 0.0668
0.0007
flag
USD 2.7226
0.0284

ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - დათო კოდუა

news image

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, განცხადებას ავრცელებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მის სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე საუბრობს და სამთავრობო გუნდს ნდობისთვის მადლობას უცხადებს. დათო კოდუა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და გუნდის ახალგაზრდებით დაკომპლექტებაზე საუბრობს:

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატად დავსახელდი. ეს ნამდვილად დიდი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად, თავდაუზოგავად და კეთილსინდისიერად ვიზრუნო ჩემი ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის.

ზუგდიდის მერობა ჩემთვის შესაძლებლობაა რათა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულად, გავხადოთ მიმზიდველი ტურისტებისთვის, შევქმნათ ახალი მიზიდულობის ცენტრები, განვავითაროთ ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სფეროები, ზუგდიდი ნამდვილად არის საქართველოში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის კერა, რომელსაც კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და პოპულარიზაცია სჭირდება.

მერიაში ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, მათი ხედვებისა და იდეების გათვალისწინება, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მე ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე, განათლების მიღების შემდეგაც აქ დავბრუნდი და შესაძლებლობის მიუხედავად არასდროს მიმიტოვებია, ზუგდიდი ჩემთვის სახლია, რომლის გარეშე ცხოვრებაც არც არასდროს წარმომიდგენია. სწორედ ამიტომაც „ქართული ოცნების" გუნდის მხარდაჭერით, მაქსიმუმს გავაკეთებთ ზუგდიდის უკეთესი მომავლისთვის.

დეტალურად ჩემი პროგრამის და ხედვების შესახებ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საზოგადოებაში ვრცლად ვისაუბრებთ. კიდევ უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი და მოქალაქეებზე მორგებული მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. ზუგდიდი უნდა გავხადოთ ქალაქი, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარება მოხდება ახალი შესაძლებლობების შექმნით, ჩვენი საზღვაო ზონა იქცევა სხვადასხვა მიმართულების საფესტივალო კურორტად - რაც მოგვცემს ახალ შესაძლებლობას ტურისტული მიზიდულობისთვის. ანაკლიის პორტი კი არის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორი ზუგდიდის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს და დოვლათს შემოიტანს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.

ჩვენ შევქმნით კომპეტენტურ გუნდს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებზე იმუშავებენ და წარმოადგენენ წინასწარ გათვლილ გეგმებსა და პროექტებს, რომლებიც ამ ქალაქის და მისი სოფლების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

„ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ზუგდიდში ძალიან ბევრი გაკეთდა, ამჯერადაც გვაქვს გამოწვევები, საჭიროებები, რომელთა იდენტიფიცირება უკვე მოვახდინეთ - თავდაუზოგავი შრომითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდი მხარდაჭერით ჩვენ მოვახდენთ თითოეულზე რეაგირებას და მისი მოგვარების ეტაპებზე ინფორმირებული და ჩართული იქნება უშუალოდ საკითხით დაინტერესებული მოსახლეობა.

მინდა გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს! განსაკუთრებული მადლობა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ლიდერებს, რომელთა თანადგომა ზუგდიდისთვის ბევრი კარგი საქმის კეთების გარანტია.

ძალა, რომელსაც ამ ქვეყნაში მშვიდობა და განვითარება შეუძლია არის „ქართული ოცნება" - რომლის უზრუნველყოფაც ჩვენი ამომრჩევლის გარეშე შეუძლებელია, მადლობა ამომრჩეველს, რომელიც გვენდობა და გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ხალხს.

მშვიდობა საქათველოს, მეტი სიკეთე ზუგდიდს!" - წერს დათო კოდუა.

დათო კოდუა აქამდე XI მოწვევის პარლამენტის წევრი და ზუგდიდის დელეგატი იყო. მერობის ახალი კანდიდატი ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

დათო კოდუას ეკონომიკური განათება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ხოლო სამაგისრო პროგრამა დიდ ბრიტანეთში Cardiff Metropolitan University-ში. დათო კოდუა სხვადასხვა დროს საჯარო და ჯერძო სტრუქტურებში მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, პარლამენტარობამდე 2016-18 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუმებულის მოადგილე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

13.08.2025.12:00

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო საკრებულოსთვის თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 45-ზე მეტი, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის 50-ზე ნაკლები და 100-ზე მეტი. რეგისტრირებულმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის - ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი).

√ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიის წარდგენისას უნდა დაურთოს საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. 

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაც არის წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.
საკრებულოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის/ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი. 

√ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
• გვარი, სახელი;
• დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); 
• სქესი;
• მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
• საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
• სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); 
• თანამდებობა (საქმიანობა);
• ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში - ამ ოლქის დასახელება და ნომერი.
სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:
• გვარი, სახელი;
• დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); 
• სქესი;
• მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
• საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
• სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
• თანამდებობა (საქმიანობა);
• საქართველოში 6 თვის ცხოვრების ფაქტი;
• თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;
• თანხმობა ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე (წარდგენის შემთხვევაში);
• სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა