ჩემს მომავალ საქმიანობაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა და შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩემს მომავალს საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას საზოგადოება გაიგებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისი თქმით, ის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში გააგრძელებს.
„ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ არსებობს ალბათობა პოლიტიკაში დაბრუნების - გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ახლა როგორც გითხარით, ჩემი ამჟამინდელი მოტივაციაა, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ენერგო სფეროს განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მან ხაზი გაუსვა ქართული ენერგეტიკის განვითარების საფუძვლებს და 4 ძირითადი მიმართულება გამოყო: ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზანი; ინვესტიციების დივერსიფიკაცია ენერგეტიკაში; საქართველო, როგორც რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული ჰაბი; შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტი – საქართველოს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს 2030 წლისთვის სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ შიდა ენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს ეროვნულ მოხმარებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და გაზრდის რეგიონულ სტაბილურობას.
„ენერგო სფეროს განვითარება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საბაზრო ლიბერალიზაციისთვის, შესაბამისი რეფორმებისთვის, გვსურს ღია და ლიბერალური ბაზარი. ეს ინვესტიციებისთვის კარგ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების წყაროთა მრავალფეროვნება, როგორც ევროკავშირიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სტრატეგიული მდებარეობის, მზარდი ენერგოპოტენციალისა და ინტეგრაციის პროექტების საფუძველზე, საქართველო განიხილება როგორც ენერგეტიკული ჰაბი — სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და ევროკავშირის დამაკავშირებელი რგოლი. შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ენერგეტიკული ჰაბის როლი გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტატუსს, ზრდის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ჩვენი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაში იყოს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან - ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი.
ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის ელექტროსადენის პროექტი, ჩვენი ენერგო სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.