მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ბიზნესი არ აყვა დაჟინებულ მტრობას - შალვა პაპუაშვილი

news image

მტრის ჯინაზე ყველაფერი იქნება კარგად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ბიზნეს კურიერის“ ეთერში მიმდინარე ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ბიზნესი და საზოგადოების ნაწილი გარკვეულ მოწოდებებს არ აჰყვა და შედეგად გაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. 

„ის რაზეც ჩვენ ვმსახურებდით ყველაფერი დადასტურდა. არსებობენ ქსელები, რომელიც დესტაბილიზაციას ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნებში და აღიარეს აშშ-მა. ყველაფერს რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიის და დიპსტეიტით გაგრძელებული ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე. თუ კი ე ასეა, მაშინ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ჩვენი შიდა პროცესები, ეს არის ნაწილი იმ გლობალური ძვრებისა, რომელიც ხდება გარშემო და გამომდინარე აქედან, რომელიც ზოგიერთ გააჩნია საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ, მანამ სანამ იარსებებენ ძალები, რომელიც საქართველოს მიმართ აქვთ ბოროტი განზრახვები, მანამ სანამ ვიღაცას უნდა, რომ აქ მარიონეტები ჰყავდეს დასმული, რომ თავის ჭკუაზე ატაროს - ჩვენ სტრატეგიულ ადგილას ვართ, მათ შორის შუა დერეფნის წყალობითაც და ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის წყალობითაც. ვართ სტრატეგიულ ადგილას, რასაც აქვს თავისი უპირატესობები, თავისი რისკები, თუმცა ამ გარემოში ვართ ჩვენ ათასწლეულები და ასე გვიწევდა ყოველთვის ცხოვრება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთი რამე,  ყოველთვის კარგად ხედავს ბიზნესიც და საზოგადოებაც. ვხედავთ საზოგადოებას, რომელიც არ აყვა დაჟინებულ, მართლა მტრობას საკუთარი ქვეყნის ჩვენი ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და უცხოეთიდან, რომ გვმტრობენ და გვმტრობენ ზოგიერთი ჯგუფები და გადაკიდებულები არიან ჩვენზე, ეს უკვე სხვა საკითხია. მათ შორის აბსურდული სანქციები და სამარცხვინო სანქციებს, რომ აწესებენ შესვლასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ბალტიურ პოლიტიკურ ელიტას. ამას არ აჰყვა ქართველი ხალხი და არ აჰყვა ასევე ბიზნესი. რომ აჰყოლოდა 11,1%-იანი ეკონომიკური ზრდა როგორ გვექნებოდა, როგორ ვიქნებოდით კვლავ თავისუფლები მაჩვენებლებით ევროპის ოცეულში. ვუსწრებთ ევროკავშირი 13 წევრ ქვეყანას და კანდიდატებს რაც შეეხება ყველას ვუსწრებთ. ეს უკვე ტრადიციაა, რომ ყველა კანდიდატს ვუსწრებთ ყველა რეიტინგში. და ეს იმ პირობებში, როდესაც გამოდიან ევროპელი ტოპ ტვინები და ყველანაირ უბედურებას აბრალებენ საქართველოს. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მტერ-მოყვარეების ჯინაზე გვექნება ჩვენ ეკონომიკური წინსვლაც და ვართ პირველ ადგილზე მთლიანად რეგიონში, ევროპაში ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებით. მტრის ჯინაზე თუ მტერ-მოყვარეების ჯინაზე ყველაფერი იქნება კარგად. მთავარი გაკვეთილი რაც მივიღეთ ყველამ, ხელისუფლებამაც და მე მგონი საზოგადოებამაც ბოლო 3 წლის განმავლობაში რომ ერთადერთი ვისაც უნდა ენდო ესაა შენი საზოგადოება და ერთადერთი რასაც უნდა დაეყრდნო ეს არის შენი ეროვნული ინტერესები. ასე იქცევა ქართული ოცნება და ამიტომაც ვართ უკვე 13 წელია ხელისუფლებაში და ასე გაგრძელდება როგორც ვატყობ კიდე კარგა ხანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

08.05.2025.17:45

 

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.

 

ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში  ჩემი  ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას  ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა