მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების - პრემიერი

news image

ბიძინა ივანიშვილის სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მასზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, 2 მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით.

„როცა საუბარია ევროპაზე, ამას შევხედოთ, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით უჩერებენ 2 მილიარდის თანხას კონკრეტულ

ფიზიკურ პირს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც ეკავა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებოდა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა. ეს არის Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგი. ბუნებრივია, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების. აქაც იგივეა, გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

17.07.2025.15:58

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, შომიკ მენდირატას, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის მიზანია ტრანსპორტის სექტორში არსებული და პოტენციური პარტნიორობის განხილვა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე საგზაო, სარკინიგზო და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებებით.

ხაზი გაესვა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისა და შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით.

 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა