მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7090.3
0.0004
flag
AZN 1.5912
-0.0005
flag
CNY 38.068
0.0011
flag
EUR 3.1223
0.005
flag
GBP 3.5422
0.0082
flag
KZT 52.05
-0.0002
flag
TRY 0.0637
-0.0001
flag
USD 2.7056
-0.0006

ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და თანხების დაბრუნების არანაირი მოლოდინი არ აქვთ - ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე

news image

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „კრედიტ სუისთან“ დავაში ივანიშვილმა გაიმარჯვა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

ადვოკატის განცხადებით, „ლონდონის სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილი რომ გამარჯვებული იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ ინსპირირებული ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა.“

თეიმურაზ წიქვაძე განმარტებას აკეთებს ადგილობრივი ოპოზიციისა და მათი მედიის „სიხარულზე, თითქოს, ივანიშვილს ახალი სანქციები დაუწესდება. ადვოკატის თქმით, უკვე ყველაფერი დასანქცირებული და შეჩერებულია, რაც შეეძლოთ, ამიტომ, ამის იქით, რა სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, ვეღარაფერი შეიცვლება და ოპოზიციური ფლანგის ამ სიხარულს აფასებს როგორც „პროპაგანდისტული საკვების გადაგდებას რამდენიმე ასეული რადიკალი სექტანტისთვის.“

„მნიშვნელოვანი განმარტება ადგილობრივი ოპოზიციისა და მათი მედიის „სიხარულზე“, რომ თითქოს ახალი სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს - ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ აქვს ორი სახის აქტივი. 1 - ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული თანხა 2 - ოჯახის წევრების აქტივი შვეიცარიის ბანკ „ჯულიუს ბაერში“. ორივე აქტივზე როგორც ბატონ ივანიშვილს, ასევე ოჯახის წევრებს სრულად აქვთ წვდომა შეზღუდული. თუ რაიმეს დასანქცირება, შეჩერება და შეფერხება შეეძლოთ, ყველაფერი დაასანქცირეს, შეაჩერეს და შეაფერხეს. იმის იქით, რაც გინდა სანქციები დააწესონ, არაფერი შეიცვლება. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ ამ აქტივებზე ყაჩაღურად შეზღუდული წვდომის მიუხედავად აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და არანაირი მოლოდინი თანხების დაბრუნების არ აქვთ. ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა, ხოლო მათი საუბარი დამატებით სანქციებზე სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული საკვების გადაგდება რამდენიმე ასეული რადიკალი სექტანტისთვის.“ - წერს თეიმურაზ წიქვაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები როგორც საზღვაო, ისე ავიაციის სფეროში, მათ შორის პირდაპირი ფრენების მიმართულებით - თამარ იოსელიანი

25.11.2025.10:38

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივან ლაუ პიტ მენგთან. შეხვედრა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შედგა. 

საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზღვაო დიგიტალიზაციის, მწვანე პორტების განვითარებისა და მდგრადი ტრანსფორმაციის მიმართულებით - შეხვედრისას მხარეებმა ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს. ამასთან, ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სისტემებს, ჰიდროგრაფიულ მომსახურებებს, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ინოვაციურ პროექტებს.

„ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით შუა დერეფნის, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის და მისი განვითარების პროცესში საქართველოს მნიშვნელობას. მივესალმებით სინგაპურის გამოცდილების გაზიარებას პორტების ეფექტიანობისა და ლოგისტიკის ოპტიმიზაციის სფეროში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი. თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებულ ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით გაწეულ სამუშაოზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა - რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556.

„შეხვედრისას საუბარი ასევე წარიმართა ისეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, როგორებიცაა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და მათ როლზე ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდის თვალსაზრისით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო მზადაა სინგაპურთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციას, მწვანე განვითარებას, უსაფრთხოებასა და საზღვაო ინოვაციას. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველო  კომპლექსურ ციფრულ რეფორმებს ახორციელებს, მათ შორის Maritime Single Window-ისა და Port Community System-ის განვითარებას. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის გამოცდილება სრულად ინტეგრირებული ციფრული პორტის ეკოსისტემის შექმნის საკითხში. 

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს თანამშრომლობას და ხედავს ძლიერ პოტენციალს პარტნიორობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში  მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საზღვაო სექტორში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა სინგაპურელ კოლეგასთან საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა