მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებულ 2012 წლის გამარჯვებას დღესაც დაცვა სჭირდება. როდესაც საქართველოში არის მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფო ვითარდება, ახალგაზრდულ ჟინსა და ენერგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - გიორგი ჩაკვეტაძე

news image

გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე სტუმრებს და მისი მოღვაწეობის განვლილი წლები შეაფასა. 

„მივესალმები „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარტიის გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილსა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს. მივესალმები ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წარმომადგენელსა და ყრილობის დელეგატებს.

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, ცოტნე ივანიშვილს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის. 

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს აქ, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. გუშინდელი დღესავით მახსოვს 2016 წლის 26 ივნისი - დღე, როდესაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩიეთ. 14 წელი გადის მას შემდეგ, რაც 2012 წლის 21 აპრილს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება” დააფუძნა, ხოლო 10 წელი სრულდება, რაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ამ ფორმით ჩამოყალიბდა. მანამდე იყო ახალგაზრდული მოძრაობა. ამ პერიოდში გულანთებულ ადამიანებთან ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ. „ქართული ოცნება” და მისი ახალგაზრდული ორგანიზაცია არის იდეა. იდეა, რომელსაც თითოეული თქვენგანი ემსახურებოდა, ემსახურება და მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება! მონაწილეობა მივიღეთ 7 საყოველთაო და 3 შუალედურ არჩევნებში. განვახორციელეთ არაერთი პროექტი.

საქართველოში უდიდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰყავს 10 000-ზე მეტი წევრი და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები“-აღნიშნა ჩაკვეტაძემ. 

ჩაკვეტაძის თქმით, ორგანიზაციის სტრუქტურა გამართულია და წლიდან წლამდე უამრავი ახალგაზრდა უერთდება. ახალი თაობის ხმა ისმის თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში - საკრებულოებსა და პარლამენტში. მისივე თქმით, მთელი ცხოვრება იამაყებს იმით, რა შედეგებიც ორგანიზაციამ აჩვენა.

ჩაკვეტაძემ თავის სიტყვაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და რამდენიმე მათგანი გამოყო. აქვე ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით მიიღეს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას კიდევ უფრო განავითარებს.

მანვე მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და თითოეულ ლიდერს ნდობისთვის. 

„განხორციელებული უამრავი პროექტიდან გავიხსენებ 3 დიდ აქტივობას: ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდულ კვირეულს; მოხალისე StopCOVID-19-ის ახალგაზრდულ პლატფორმასა და 2020 წლის შემდეგ თითოეულ არჩევნებზე ჩატარებულ ახალგაზრდულ კამპანიას.

უმნიშვნელოვანესია ის საკანონმდებლო და სამთავრობო ინიციატივები, რომლითაც თანატოლების ყოველდღიურობა გავაუმჯობესეთ. აქედან მხოლოდ 3 მათგანს გამოვყოფ: მუნიციპალიტეტებში დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა; საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა და; უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება და განათლების ხარისხი არსებითად უმჯობესდება.

იქნებოდა სტიქია, თუ იქნებოდა ზეიმი, თქვენთან ერთად ვიდექით იქ, სადაც ჩვენს სამშობლოსა და ახალგაზრდებს სჭირდებოდა! გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. როგორც ლეგენდარული გოგი ცაბაძის სიმღერის ტექსტშია, ჩვენი საქართველო აქ არის. დიახ, ეს ასეა! დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას კიდევ უფრო განავითარებს. ვრჩები ამ ორგანიზაციის დიდ გულშემატკივრად და საპარლამენტო ტრიბუნიდან გავაგრძელებ ახალგაზრდების მხარდაჭერას.

განვლილმა 10-მა წელმა მასწავლა ის, რომ მონდომებით ნებისმიერი მიზანი მიიღწევა!

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემს გუნდს, ოჯახსა და მეგობრებს წლების განმავლობაში მუდმივად მხარდამხარ დგომისთვის. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ბატონ კახა კალაძეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ბატონ მამუკა მდინარაძესა და გუნდის თითოეულ ლიდერს, ნდობისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩემს წინამორბედებს: ირაკლი გვილავასა და გიორგი არეშიძეს.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებულ 2012 წლის გამარჯვებას, დღესაც დაცვა სჭირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში არის მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფო ვითარდება, ახალგაზრდულ ჟინსა და ენერგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, თქვენთან ერთად ჩვენს სამშობლოს წინ კიდევ არაერთი გამარჯვება ელოდება! ბევრ წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარესა და გამგეობას. ახლა კი, დიდი პატივისცემით სიტყვა მინდა გადავცე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს.“-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად - პრემიერი

26.12.2025.14:54

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. 

„მოგესალმებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მოგესალმებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, ყრილობის დელეგატებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ვატარებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, სადაც აირჩევა ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და გამგეობის განახლებული შემადგენლობა. 

გასული წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ 10 არჩევნებში გაიმარჯვა და თითოეულ ამ გამარჯვებაში ჩვენმა ახალგაზრდებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გიორგი ჩაკვეტაძეს, ალექსანდრე მუკათარიძეს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ სწორ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.

„სიმბოლურია, რომ დღევანდელ ყრილობას ესწრება ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი. სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია ის მიღწევები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მოუტანა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია და რომლის პირობებშიც საქართველომ უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა შეინარჩუნა; 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა; დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

ზუსტად 2 წლის წინ შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც, ასევე, გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეხვეწა სახელმწიფო მმართველობა, გარდამტეხი დარტმა მიგვეყენებინა კორუფციისთვის და პრინციპულად განგვემტკიცებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

დღევანდელი დღე უნდა იქცეს ასეთივე გარდამტეხ დღედ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის. საქართველოს მომავალი ეკუთვნის ახალგაზრდებს. თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა და უნდა შექმნათ გაერთიანებული საქართველოს ნათელი მომავალი. 
ქართველი ახალგაზრდები გამოირჩევიან განსაკუთრებული გონიერებით, ნიჭიერებით, პატრიოტიზმით, ფასეულობების პატივისცემით. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კარი ფართოდ უნდა გაიღოს ყველა ასეთი ახალგაზრდისთვის, რომელსაც სურს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობისა და გაძლიერების საქმეში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.

წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს! წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2026 წელი ყოფილიყოს გარდამტეხი ცვლილებების მომტანი ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა