მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია - ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე

news image

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის მაინინგის გარიგებაში, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ 1 305 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რომლის მობილიზაცია მან მოახდინა და არა 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია მაინინგის კონტრაქტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი გარემოებები საკმარისია საზოგადოებისათვის, რომ სწორი წარმოდგენა შეექმნას სადავო საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნდეს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, რისი გამაბათილებელი არგუმენტიც მსჯავრდებულმა ვერ წარმოადგინა. 

„კერძოდ, 2016 წელს ერთ-ერთ კრიპტობირჟასთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნაწარმოებ მიმოწერაში, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან დააფინანსა ქართული ბიტკოინის მაინინგის სტარტაპი (ანუ ახალი, გამოცდილების არმქონე კომპანია), ხოლო მისი მონაწილეობის ოდენობა/მოცულობა იყო 1 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში. აქ პირდაპირ საუბარია კომპანიაზე, რომელმაც ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია საბანკო კრედიტის გაცემის გზით, 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ანუ პირდაპირ აღიარებს მსჯავრდებული ოფიციალურ მიმოწერაში, რაც უკავშირდებოდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებს (,,AML/KYC პროცედურა“) იმას, რასაც ამტკიცებს დაზარალებული მხარე, რომ ბაჩიაშვილი არ წარმოადგენს ინვესტორს 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში.

ბაჩიაშვილი შეეცადა, რომ აღნიშნული გაემართლებინა იმით, რომ სტარტაპ კომპანია ცალკე იურიდიული პირია, ხოლო მიმოწერაში მხოლოდ საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებით ახდენდა თურმე კომუნიკაციას კრიპტობირჟის წარმომადგენელთან. აღნიშნული ტყუილიც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან საქმეში, მათ შორის, ინახება სხვა მტკიცებულება, 2017 წლის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნაწარმოები მიმოწერა (ანუ მას შემდეგ, რაც 2016 წელს უკვე დაადასტურა მსჯავრდებულმა მისი მონაწილეობის მოცულობა მაინინგის გარიგებაში) იგივე კრიპტობირჟასთან, სადაც ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ მას არ გაუმიჯნავს მისი პირადი და კომპანიის ფინანსები და ის და კომპანია უნდა განიხილონ ,,როგორც ერთი“, ფინანსების წყაროს თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ და არაორაზროვნად ადასტურებენ (თანაც ამას აკეთებს თავად ბაჩიაშვილი) იმ ფაქტს, რომ ბანკიდან სესხის სახით გაცემული 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი. 

ვფიქრობ, რომ ზემოთმითითებული გარემოებები აბსოლუტურად საკმარისია საზოგადოებისათვის, რომ სწორი წარმოდგენა შეექმნას სადავო საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნდეს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია“ - წერს თეიმურაზ წიქვაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო

15.08.2025.23:44

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო.

თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ადმინისტრაციის განცხადებით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა პირისპირ ფორმატით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა