ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ რეფორმები განახორციელა, ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ საქართველომ ბევრს მიაღწია რეფორმების თვალსაზრისით, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში; 2023 წლიდან ის პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში; ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში 35-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის.
„საქართველოს თუ შეხედავთ, ის პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში, 2023 წლიდან საქართველო პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში და, „ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსს თუ შეხედავთ, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზეა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის. ეს იმ სტრუქტურული რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოში არის, განახორციელა და ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგვიძლია, ვთქვათ, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად, გვჭირდება სტაბილური განვითარება, გვჭირდება სტაბილური ზრდა და რეფორმები, რომლებიც ამის შედეგი იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სხვა სიახლეები
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
11.03.2026.10:02
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
„ამ ეტაპზე გვექნება შეხვედრა საშუალო და მცირე ზომის საცალო ქსელის ოპერატორებთან. მოგეხსენებათ, ისინი არიან ფასწარმოქმნის ჯაჭვში მესამე, დამაგვირგვინებელი რგოლი. სწორედ ისინი საზღვრავენ საბოლოო ფასს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი იხდის. გვინდა გავერკვეთ თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობების ჯაჭვი არსებობს, რეალურად როგორ ფორმირდება ფასი. დავინახავთ სრულ სურათს როგორ ფორმირდება ფასი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.