აშშ-სთან მიმდინარე დიალოგი ძალიან პოზიტიურია და ძალიან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან - ლევან დავითაშვილი
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან, ამ შემთხვევაში, ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით, წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი - როგორც საქართველო, ისე ამერიკის შეერთებული შტატები პრაგმატულად დაინტერესებულნი არიან, რომ ეს ურთიერთობები იყოს უფრო მეტად მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაფასა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ზუსტად ამაზე იყო აქცენტი და დიალოგი ვიზიტის ფარლებში. მისი თქმით, ამ თემის გარშემო მიმდინარეობს პარტნიორებთან დიალოგი, რომ თანამშრომლობა უფრო მეტად ურთიერთხელსაყრელი გახდეს.
„ეს რაციონალური და პრაგმატული მიდგომა აბსოლუტურად მისაღებია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის, ჩვენთვისაც ასევე ძალიან მკაფიო, ძალიან საინტერესო და გასაგებია" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მიმდინარე დიალოგი არის ძალიან პოზიტიური და ძალიან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან.
„ვფიქრობ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა, მე ამის იმედი მაქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, უნდა იყოს ურთიერხელსაყრელი და ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.14:14
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
„საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და განისაზღვრა 7-დღიანი გასაჩივრების ვადა. დაკმაყოფილდა ასევე, ჩვენი მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიემართება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ჩვენ მივმართავთ კანონით განსაზღვრულ ვადებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ჩვენი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა იყო ბიტკოინების დაბრუნება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება, არ აღმოაჩნდება ეს ბიტკოინები, ჩვენ ვიცით, რომ ის ახდენდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სხვადასხვა ფორმას აძლევდა ამ მითვისებულ ბიტკოინებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება დაზარალებულ მხარეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, სოფო ქურდაულის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას გაასაჩივრებს.
„ამ საქმეზე ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის საბოლოო, არ არის შესული კანონიერ ძალაში, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ამ განაჩენის საფუძველზე განეხილა საქმე დაჩქარებული წესით, ვინაიდან აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების ვადა გიორგი ბაჩიაშვილს გასული არ აქვს. გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას ყადაღა შვიდი მარტიდან ადევს. დაყადაღებულია არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი ქონება, არამედ სხვა პირების უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქმეში არც მხარეს და არცერთი სტატუსით ჩართულები არ ყოფილან, დღეს სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა არა მხოლოდ ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირების ქონების რეალიზაცია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ“, – განაცხადა სოფო ქურდაულმა.