აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ამის თაობაზე თავის სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა.
„ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული კომპლექტი ჩამოგდებულია ძირითად ობიექტზე, ფორდოზე. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.09:52
მოპარული ან მითვისებული ქონების უკან დაბრუნების მექანიზმი მკაცრდება. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
მმართველი გუნდის შეფასებით კანონის გამკაცრება გაამარტივებს დაზარალებულთათვის საკუთარი ქონების დაბრუნებას და მოახდენს თაღლითური და უკანონო გზით ქონების მითვისების შემთხვევების პრევენციას. ახალი კანონპროექტით ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევა.
„როდესაც კონკრეტული ადამიანი უკანონოდ ითვისებს სხვის ქონებას, მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას ეს არ შერჩება. იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაზარალებულის ინტერესები დაიცვას, მნიშვნელოვანია გამარტივდეს ზიანის ამოღების პროცედურები. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ციხე ვერ იქნება პროპორციული სასჯელი. ნებისმიერ შემთხვევაში - გაასხვისებს თუ არა ის თაღლითობით მიღებულ ქონებას, ზიანის ანაზღაურდება და ამით აღდგება სამართალი“, - განმარტა მმართველი პარტიის პარლამენტის ფრაქციის აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.