აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი გრანტების მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
„1. „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივწისის №o238 დადგეწილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამიწისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-BWBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10, 431, 459.90 აშშ დოლარი) გადმოცემის შესახებ.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანოწის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
სხვა სიახლეები
ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ კონფერენცია გაიხსნა
24.12.2025.16:51
თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დღეს ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე, რომელიც ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლისა და დავით გურამიშვილის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს ეძღვნება, ქართული წიგნისა და წიგნიერების შესახებ მოხსენებებს წარადგენენ.
დღევანდელი ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ გაიპარაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დედაქალაქის საკრებულო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობენ და ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. თინათინ ნიბლოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საკრებულოს მრავალწლიანი თანამშრომლობის და მეგობრობის ისტორია აქვს. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს. საკრებულოში ყოველთვის ვეძებ გზებს, როგორ შეიძლება ჩვენი საქმიანობა დავუკავშიროთ სტუდენტებს, რადგან ვფიქრობ, რომ თბილისის განვითარების ყოველდღიურობაში ახალგაზრდების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიხსნა და ხვალ თბილისის საკრებულოში დასრულდება, მომხსენებლები საქართველოს და საზღვარგარეთ არსებული პირველი სტამბებისა და, ზოგადად, ქართული ბეჭდვითი საქმის განვითარების შესახებ, ასევე, საბიბლიოთეკო საქმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ. ამას გარდა, მოეწყობა თსუ ბიბლიოთეკაში დაცული ვახტანგ VI სტამბის წიგნების გამოფენა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრატორები გამართავენ საჩვენებელ სარესტავრაციო სამუშაოს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება რესტავრაციის სპეციფიკასგაიცნობს.
ღონისძიებაზე მოეწყობა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ხელით გადაწერილი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც შესრულებულია თსუ-ს სახელოვანი კურსდამთავრებულების, სამეცნიერო საზოგადოების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა, მათ შორის დედაქალაქის საკრებულოს წევრების მიერ. წიგნს თან ახლავს ილუსტრაციები. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცემა.