არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ილია დარჩიაშვილი
„საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროკავშირს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველო ამ გზაზე წარმატებას მიაღწევს“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, საქართველო უკვე წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ახორციელებს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით.
დღეს არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ევროკავშირთან, ორმხრივ ფორმატში, ისე ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან და მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე გაფართოების პაკეტის მნიშვნელობასა და აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრაციის მიმართულებით ევროკავშირის როლზე იმსჯელეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი
01.01.2026.01:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.
„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!
გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.