მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

news image

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდებს უმასპინძლა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა. 

ცესკოს ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არჩევნების საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024-2025 წლებში გამართულ საერთო არჩევნებზე, ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მან დეტალურად ისაუბრა იმ საგანმათლებლო პროექტებზე, მათ შორის სასკოლო პროგრამებსა და საინფორმაციო კამპანიებზე, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებთ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ამ დღეს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ დღეს ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ როგორც არჩევნების, ისე ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ვაცნობთ იმ ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას დავანახოთ არჩევნები არის არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ. 

შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მათ აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ საარჩევნო პროცესს და გააცნობიერონ საკუთარი როლი დემოკრატიულ ცხოვრებაში. 

დღესვე ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო. მათ მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო აპარატების მუშაობა.

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრები რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ცესკოში ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით შედგა. ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართეს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმაც თელავსა და ბათუმში. 

არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ - ლაშა ავალიანი

02.04.2026.17:06

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე. 

„უკვე სტერილურ და მიკედლებულ ცხოველს ადგილზე ჩაუტარდება ვაქცინაცია და შეფასდება მისი მდგომარეობა, ხოლო არაიდენტიფიცირებული და არასტერილური ცხოველების გადაყვანა მოხდება და მათი რაოდენობა ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება. ისინი ასევე ინფორმირებულები იქნებიან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ამ ცხოველების დაბრუნების თაობაზეც, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს რა რაოდენობით წაიყვანეს და რა რაოდენობით დააბრუნეს, როგორც არის ახლა ზუგდიდის მაგალითზე - ხვალ უკვე დადასტურებულად ეცოდინება ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ 57 წაყვანილი ძაღლიდან, 57-ვე ეტაპობრივად დაბრუნდა იმავე ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხზე.

„მიმდინარე წელს, რეგიონების მიხედვით, მოხდება გარკვეული რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო მომავალი წლიდან ეს ვალდებულება უკვე მეპატრონეს ექნება. სწორედ ამ გზით მივაწოდებთ ინფორმაციას პატრონიანი ცხოველების მფლობელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი წყარო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში, ცოფის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაციის პარალელურად, მოხდება პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, წინასწარი მონაცემებით იდენტიფიკაციას დაახლოებით 102 000 ცხოველი გაივლის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა