არ არსებობს სხვა გზა და სხვა არჩევანი, რომელიც ამ ქვეყანას უფრო მეტ მშვიდობას და განვითარებას მოუტანს, ვიდრე ,,ქართული ოცნება’’ - თინათინ ნიბლოშვილი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, განცხადება გააკეთა.
ნიბლოშვილმა დედაქალაქის მოქმედი და მომავალი მერის წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახა კალაძემ 8 წლის მანძილზე ჩვენი დედაქალაქი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქად აქცია, რომელსაც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტი სტუმრობს.
,,4 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა განვითარება, აღმშენებლობა, მშვიდობა თუ დესტრუქცია.
ამიტომ ვფიქრობ, 4 ოქტომბერს ერთადერთი ალტერნეტიული ძალა სწორედ ,,ქართული ოცნებაა“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა და ყველა წარმოდგენილ კანდიდატს წარმატება უსურვა.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ, რადგან არ არსებობს სხვა გზა და სხვა არჩევანი, რომელიც ამ ქვეყანას უფრო მეტ მშვიდობას და განვითარებას მოუტანს, ვიდრე ,,ქართული ოცნება“.
დასასრულს, თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე მყოფ ყველა მაჟორიტარ კანდიდატს, სიის წევრებს და ასევე მუნიციპალიტეტების კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სხვა სიახლეები
23.09.2025.15:30
„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის ერთადერთი რეალური კანდიდატია“, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა ქალაქისთვის და ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდოს თბილისის მცხოვრებლებს.
„მთავარი არის ფაქტები, შედეგი და რეალობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მომავლის ხედვა და კონკრეტული გეგმა. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პროექტებია დაგეგმილი ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ქართული ოცნების და კახი კალაძის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. ყველას გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საარჩევნო პროგრამა, ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო ლამაზ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქს გახდის. 4 ოქტომბერი კი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ საარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქმიანი საუბრის ნაცვლად ოპოზიცია ცრუ მოლოდინებს უქმნის საზოგადოებას, რითიც საკუთარ ამომრჩეველს მორიგ ჯერზეც იმედს გაუცრუებს.